On-line: guests 0. In total there are: 0 [information..]
AuthorTopic
administrator




Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 19.12.05 19:22. Post subject: ვიტ ჯორჯია




Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply
Replys - 116 , page: 1 2 3 All [new only]


administrator




Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 19.12.05 19:22. Post subject: Re:


25 იანვარს საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია თურქეთის ხმელთაშუა ზღვის კურორტ - საიდიზე გაემგზავრება, სადაც 2 კვირიან მოსამზადებელ შეკრებას გაივლის. ფეხბურთელებს მოსამზადებლად საუკეთესო პირობები შეექმნებათ. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ხუთი სავარჯიშო (სხვადასხვა ზომის) მოედანი, ჩოგბურთის კორტები, აუზი და ტრენაჟორები. მოკლედ, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელებს, მოსამზადებლად და ჩემპიონატის პირველ წრეში მიღწეულის შესანარჩუნებლად, ყველა პირობა ექნებათ. ამაზე კი ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოებიც მოწმობენ.


Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply
administrator




Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 19.12.05 19:26. Post subject: Re:


vit jorjia sakartvelos cempionatci kvelaze dzlieri gundi aris magram am gunds ar gaacnia did inprastruktura da amitom bevri am gunds ar apasebs....gundi evropul stilis pexburts tamacobs ......jer veravis ver gaygia vin aris vit jorjiis sponosri saitze ragac germanuli ulsporti ceria magram gaygebaria vin apinansebs gunds romelic pexburtelebs ar kidulobs marto zrdis da mere kidis dzvurad da amitin coulobs puls

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 19.12.05 23:41. Post subject: Re:


kote

wit gorgias sponsori aris farmaceptiuli kompania! da kide mas mtel saqartveloschi hkavs tavisi magaziebi sadac ikideba zoo produqciebi !!!!

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 19.12.05 22:43. Post subject: Re:


vit-georgias sakutari stili akvs shekmnili kartul fexburtshi,lamaz fexburts tamashobs,magram akvs erti didi minusi,aravin ar ahkavt da tviton ki sul ushveben fexburtelebs,aseti satransfero politikit gundi ver ganvitardeba! me vnaxe mis saitze is suratebi tu ra idealur pirobebshi moemzadeba gundi!

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 19.12.05 23:41. Post subject: Re:


vit georgia piradat me magrat ver vitan!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply
administrator




Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 19.12.05 23:45. Post subject: Re:


vit jorjia kvelaze lamaz pexburts acvenebs ....magram am gundma pexburtelebis kidva ar icis marto gakidva icis

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply
administrator




Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 10.01.06 15:59. Post subject: Re:


09.01.2006 ვიტ ჯორჯია ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის ემზადება...

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის აქტიურად ემზადება. 4 დეკებმერს კლუბის კრება გაიმართა, სადაც გუნდის სამოქმედო გეგმა დაისახა. ფეხბურთელებსა და კლუბის მესვეურებს შორის გამართული შეხვედრა სამუშაო ატმოსფეროში წარიმართა.

5 იანვრიდან ვიტ ჯორჯია ორჯერად ვარჯიშებს ატარებს. თბილისში შექმნილი კლიმატური, თუ სავარჯიშო პირობებიდან გამომდინარე, ვარჯიშები ძირითადად ფიზიკურ ხასიათს ატარებენ. ფეხბურთელები ეროვნულ სტადიონის სარბენ ბილიკებზე დარბიან.

სიახლეა საკლუბო ტრანსფერებშიც. ვიტჯორჯიამ ორ ფეხბურთელთან, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 20 წლის მეკარე ღრუბელეიშვილი და 21 წლის თავდამსხმელი ბექოიძე ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები არიან.




Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply
administrator




Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 10.01.06 15:59. Post subject: Re:


08.01.2006 ოთარ მარცვალაძე კიევშია...
ახალი ამბები


ვიტ ჯორჯიას ფორვარდი ოთარ მარცვალაძე კიევში იმყოფება. მარცვალაძე ”დინამოს” ბაზაზე კონჩე ზასპაში კლუბის ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს. ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირს საკმაოდ გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და უკვე გადაწყვეტილია, რომ მარცვალაძე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დანიშნულ შეკრებაზე, დინამოელთა ძირითად შემადგენლობას გაჰყვება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება მარცვალაძის მომავალი კლუბის ვინაობაც.



Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 22.01.06 17:28. Post subject: Re:


vit georgiam 8:1 daamarcxa zooveti amxanagur matchshi!

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 22.02.06 22:46. Post subject: Re:


20.02.2006 მარცვალაძე დინამოელია
ვიტ ჯორჯიას ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ კიევის ”დინამოსთან” კონტრაქტი გააფორმა. მარცვალაძე საკმაოდ შრომისმოყვარე და სწრაფი ფორვარდია, არაორდინალური გადაწყვეტილებებით. მოხარული ვარ, რომ ეს ფორვარდი ჩვენს გუნდში ითამასებს- განაცხადა კიევის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა დემიანენკომ.

მარცვალაძე ვიტ ჯორჯიას და ეროვნული ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მან მიმდინარე ჩემპიონატში 14 გოლის გატანა მოახერხა და ჩემპიონატის ბომბარდირიცაა. სწორედ ვიტ ჯორჯიადან იქნა მიწვეული ეროვნულ ნაკრებშიც.


Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply



Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 25.03.06 14:00. Post subject: Re:


dges Vit Jorjia-Zestaponi xvdeba ertmanets!

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 25.03.06 14:33. Post subject: Re:


Gri3Ly
xoda zestafonma unda mougos!

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply



Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 25.03.06 15:08. Post subject: Re:


raul
shens pirs shaqari.chvens beds dzagli ar dahyeps

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 25.03.06 17:35. Post subject: Re:


ai moigo kidec zestafonma 2:1,bolo cutze ionanizem penali sheagdo!

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 30.05.06 14:37. Post subject: Re:


უეფას თასზე ამერის და ვიტ ჯორჯიას სავარაუდო მეტოქეებზე და შანსებზე!

http://www.fcameri.ge/ge/news/UEF-1.htm

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 01.06.06 16:07. Post subject: Re:


vit jorjielebma mteli ziritadi birtvi sheinarchunes,ertaderti da sakmaod didi danaklisi ki davit imedashvilis casvla ikneba,is male kievis dinamoshi kidis sinjebze!
klubi ki 23-ivnisistvis shekrebaze ukrainashi kalak simferopolshi midis!

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Guest
Joined: 01.01.70
link post  Posted: 06.06.06 12:58. Post subject: Re:


მზადება ახალი სეზონისათვის.
ახალი ამბები



31 მაისს საფეხბურთო კლუბ ვიტჯორჯიაში გაიმართა კლუბის კრება, რომელიც წინა სეზონის შეფასებას და მომავალი სეზონის გეგმას შეეხო.

განვლილი სეზონი კლუბის პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ და მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ მუმლაძემ წარმატებულად შეაფასეს.

-ახალგაზრდული შემადგენლობით გუნდმა საკმაოდ შინაარსიანი და ბრძოლისუნარიანი ფეხბურთი აჩვენა. შედეგად უკან ჩამოვიტოვეთ კლუბები, რომლებსაც უკეთესი მოსამზადებელი და სავარჯიშო პირობები ჰქონდათ. ჩვენ ერთი წლით გავიზარდეთ, მივიღეთ დიდი გამოცდილება და შედეგად მომავალ სეზონში ვიტ ჯორჯია მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. შიდა პირველობაზე და თასის გათამაშებაზე ჩვენ გუნდს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს. ახალ სეზონში ვიტ ჯორჯიაში პირობები, რომელიც ისედაც სტაბილურად კარგი იყო კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მე მჯერა ჩვენი გუნდის -განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ.

1 ივნისიდან ვიტ ჯორჯია თბილისში დაიწყებს მოსამზადებელ სეზონს. გუნდი ძირითადად ფიზუკური კონდიციების დახვეწაზე იმუშავებს. 23 ივნისიდან კი ვიტ ჯორჯია უკრაინაში, ყირიმში გაემგზავრება და საფეხბურთო კლუბ ”კრიმტეპლიცას” ბაზაზე გაივლის მეორე მოსამზადებელ ეტაპს. უკვე დაგეგმილია რამდენიმე ტესტ მატჩი. ამ ბაზაზე მომზადებას უკვე გადის კიევის დინამო.

-გუნდმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, უფრო გამოცდილი გახდა, ჩვენ უკეთ შევთამაშდით და ახალ სეზონში ვიტ ჯორჯია ჩემპიონატის საუკეთესო კლუბი იქნება- განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ მუმლაძემ.




Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 1746
Joined: 24.11.05
link post  Posted: 25.06.06 16:01. Post subject: Re:


არტმედიას ფოტოგალერეა!
http://www.fcartmedia.sk/index.php?co=fotogaleria&

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 1780
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 02.07.06 12:58. Post subject: Re:


ვიტ ჯორჯია:

უკრაინული შეკრების დაგეგმილი თამაშები:
27 ივლისი ”ხარკოვი” (უმაღლესი ლიგა) 3 - 3
29 ივლისი ”ტავრია” (უმაღლესი ლიგა) 2 - 1
1 ივლისი ”ზაკარპატიე” (უმაღლესი ლიგა) 3 - 3
2 ივლისი ”ფენიქსი” (კალინინი-2-ე ლიგა)
4 ივლისი ”კრიმტეპლიცა” (1 ლიგა)
7 ივლისი ”დინამო-ოგროსერვისი” (1 ლიგა)

ინფო ტავრიას საიტიდან!

Äóáëåðû óñòóïèëè "ÂÈÒ-Äæîðäæèè"
Ïåðåä êîíòðîëüíûì ïîåäèíêîì ñ ñåðåáðÿíûì ïðèçåðîì ÷åìïèîíàòà Ãðóçèè – "ÂÈÒ-Äæîðäæèåé" – äóáëåðû "Òàâðèè" ëèøèëèñü äåâÿòåðûõ èãðîêîâ: â ñîñòàâå ñáîðíîé Êðûìà îíè îòïðàâèëèñü â Êðåìåí÷óã äëÿ ó÷àñòèÿ â Ìîëîäåæíûõ èãðàõ Óêðàèíû. Òåì íå ìåíåå, è â îñëàáëåííîì ñîñòàâå ðåçåðâèñòû ñóìåëè äàòü íàñòîÿùèé áîé îïûòíîìó ñîïåðíèêó.
Èãðà ïðîøëà íà ñòàäèîíå "Êðûìòåïëèöà". Ãðóçèíàì óäàëîñü îòêðûòü ñ÷åò òîëüêî íà 45-é ìèíóòå, ïðè÷åì ïîñëå äîñòàòî÷íî ñïîðíîãî ïåíàëüòè. Íà 58-é ìèíóòå â êîíòðàòàêå "ÂÈÒ-Äæîðäæèÿ" óäâîèëà ñâîå ïðåèìóùåñòâî. Çà 15 ìèíóò äî ôèíàëüíîãî ñâèñòêà Âÿ÷åñëàâ Øàðïàð âåëèêîëåïíûì óäàðîì ñî øòðàôíîãî îäèí ìÿ÷ îòêâèòàë. Íà áîëüøåå ñèë ó ìîëîäûõ èãðîêîâ "Òàâðèè", ê ñîæàëåíèþ, íå õâàòèëî. 1:2 – ïîðàæåíèå êîìàíäû Àëåêñàíäðà Áåëîçåðñêîãî.

Ñîñòàâ äóáëÿ "Òàâðèè": Çàìêîâîé (Ìà÷óãà, 74), Ñòàôèé÷óê, Ìèõàéëåâñêèé, Ïèðîã, Òàðàí, Êóðèëîâ (Äîáðîâîëüñêèé, 55), Âå÷òîìîâ, Õàáëîâ, Øàðïàð, Èâàøêî, Àðòåìåíêî.

2 èþëÿ äóáëåðû "Òàâðèè" ïðîâåäóò â Ìîëîäåæíîì ïîâòîðíûé ìàò÷ ñ "ÂÈÒ-Äæîðäæèåé".

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 1794
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 04.07.06 20:19. Post subject: Re:


03.07.2006 ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1 - 2 კრიმტეპლიცა
ახალი ამბები



მიქაბერიძე (ღურბელეიშვილი 46), ღონღაძე, ჯაფარიძე, ადამაძე, მელქაძე, წულაძე (ბეჭვაია 46), კვაღინიძე, ცხომარია, სახოკია, ღუჭაშვილი, ლიპარტია (კლიმიაშვილი 46).


ვიტ ჯორჯიამ უკრაინის პირველი ლიგის გუნთან ძირითადი შემადგენლობა დაასვენა, ”კრიმტეპლიცამ” კი შეხვედრის განმავლობაში სამჯერ შეცვალა შემადგენლობა. საწყისი 22 წუთი ძირითადის 11 ფეხბურთელით დაიწყო და მატჩის ბოლო 35 წუთიც ძირითადი შემადგენლობით დაასრულა. ვიტ ჯორჯიელთაგან გოლი 57-ე წუთზე ვასილი ღუჭაშვილმა გაიტანა. ”კრიმტეპლიცას” ძირითად შემადგენლობას ვიტ ჯორჯია 5 ივლისს, ასევე ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდება.




Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply
administrator




Post ¹: 1574
Joined: 20.11.05
link post  Posted: 04.07.06 20:52. Post subject: Re:


vit jorjias mainc maladec chemi azit dges dgeovit yvelaze dzlieri qartuli gundia

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply
administrator




Post ¹: 1585
Joined: 20.11.05
link post  Posted: 14.07.06 12:12. Post subject: Re:


არტმედია (ბრატისლავა) 2 - 0 ვიტ ჯორჯია (თბილისი)


გოლები: 1-0 ჰარტიგი (15), 2-0 რეიტერი (54).

არბიტრი: რობერტ კრაინჩი (სლოვენია).


ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, კვახაძე, ლომაია, პ.დათუნაიშვილი, გველესიანი, გ.დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, სახოკია (რაზმაძე 60), ფეიქრიშვილი (ბერიაშვილი 70), ღუჭაშვილი, გელაშვილი (ბეჭვაია 74).


”არტმედია” უეფას თასის გათამაშების წინ მნიშვნელოვნად გაძლიერდა კლუბმა ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუკაშ ჰარტიგი დაიმატა. პორტუგალიის ”ბოავიშტასგან” ტომაშ ორალეცი დაიბრუნა, იან კოზაკი კი ინგლისის ”ვეს ბრომვიჩ ალბიონიდან” დაიმატეს.

მატჩის პირველი ათი წუთი ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-7-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილს ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შანსი მიეცა, მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ფორვარდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მე-15-ე წუთზე ”არტმედიას” ფეხბურთელებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს და ანგარიში ჰარტიგმა გაიხსნა. ამის შემდეგ შეხვედრის პირველი ტაიმი ”არტმედიას” ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა მასპინძლებს რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიუყვანიათ. ვიტ ჯორჯიამ მეტოქეს ძირითადად შორეული დარტყმებით უპასუხა, განსაკუთრებით სახიფათო დიღმელაშვილის დარტყმა გამოდგა, რომელიც მასპინძელთა კარს სანტიმეტრებით აცდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის განახლებისთანავე სლოვაკებმა ტემპს მოუმატეს და ბედიაშვილის კართან ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, 55-ე წუთზე კი მეორე გოლიც გაიტანეს. ამის შემდეგ ვიტ ჯორჯიაც გააქტიურდა და თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, ბერიაშვილის დარტყმა კი ”არტმედიას” კარის ძელს მოხვდა. თუმცა საბოლოოდ ტაბლოზე მასპინძლებისთვის ხელსაყრელი ანგარიში 2-0 დარჩა. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ”არტმედიას” მწვრთნელმა იოჟეფ ადამეცმა განაცხადა: - საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო, ვიცოდი, რომ ქართველები ტექნიკურები არიან, თუმცა მათგან ასეთ კარგ ფიზიკურ გამძლეობას არ ველოდი. ასეთი თამაშით თბილისში ძალიან გაგვიჭირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ ვიტჯორჯიელ ფეხბურთელს ყვითელი ბარათიც არ მიუღია. გუნდის თითოეული ფეხბურთელი თბილისში გასამართი შეხვედრის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი.





Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 1884
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 21.07.06 00:01. Post subject: Re:


ამ მისამართზე შეგიძლიათ იხილოთ არტმედია-ვიტ ჯორჯიას შეხვედრაში გასული გოლები. ასევე ვიტელთა სტუმრობა.
http://www.fcartmedia.sk/index.php?co=videospravodaj&

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply
administrator




Post ¹: 1601
Joined: 20.11.05
link post  Posted: 27.07.06 13:22. Post subject: Re:


vit jorjias Tamashs televizorshi tu achveneben

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 214
Joined: 27.02.06
link post  Posted: 27.07.06 14:54. Post subject: Re:


ara mgonia kote


Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply
administrator




Post ¹: 1605
Joined: 20.11.05
link post  Posted: 27.07.06 20:20. Post subject: Re:


vit jorjiam daamtkica rom namdvilad magari gundia slovakiis chempions mougo saxlshi romelic wina sezonshi chempionta ligis jgufut etapze asparezobda ...bravo vit jorjias 18:00 Ð' ÂÈÒ-Äæîðäæèÿ (Ãðóçèÿ) 2 : 1 Àðòìåäèà (Ñëîâàêèÿ

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 1931
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 27.07.06 21:14. Post subject: Re:


სტადიონზე ვიყავი,საყურებლად ძალიან ცუდი თამასი იყო!
45-ზე ლომაიამ კუთხურის ჩამოწოდებიდან თავით გაიტანა!
48-ზე არტმედიამ ლამაზი ჯარიმა გაგვიტანა!
89-ზე კი ვიტელებმა პენალი გაიტანეს და საბოლოოდ 2:1 მოვიგეთ!

მაინც კარგია რომ გამარჯვება მოახერხეს ვიტელებმა,ეს მოგება ხომ ქვეყანას რეიტინგში კოეფიციენტებს შემატებს!
თამაშზე დაახლოებით 3000-კაცი იყო.
საურებლად თამაში არ ვარგოდა,გოლის ალღოს მქონე ფეხბურთელი რომ ყოლოდათ ვიტელებს თავისუფლად შეეძლოთ მეტოქის გაგდება,ნამდვილად არ იყო რამით არტმედია ჩვენებზე ძლიერი!
შემდეგ ეტაპზე ალბატ უეჭველი გავარდებიან სლოვაკები.

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 405
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 05.08.06 16:59. Post subject: Re:


wit gorgias saitze forumi gaixsna

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 1989
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 05.08.06 19:05. Post subject: Re:


erik
sainteresoa.

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 2020
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 09.08.06 13:24. Post subject: Re:


vit jorjias ori camkvani motamashe davit digmelashvili da feikrishvili male shesazloa rusetis pirveli ligis mesame adgilze mkof ekaterinburgis uralshi gadavidnen,isini ukve rusetshi arian!

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 2399
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 02.10.06 16:36. Post subject: Re:


ლოკომოტივის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლევან ყიფიანი აზერბაიჯანულ ბაქისთან თანამშრომლობს და ეს კლუბი ვიტ ჯორჯიას დაუკავშირა,შედეგიც სახეზეა სავარაუდოდ 6-ოქტომბერს თბილისში გაიმართება ამხანაგური მატჩი ვიტ ჯორჯიასა და ბაქის შორის.

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 2958
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 11.01.07 11:19. Post subject: Re:


davit digmelashvilis kval vit jorjiam shesazloa kidev erti lideri giorgi feikrishvili dakargos,igi axali klubis ziebashia da ramdenime dge krivbasshic varjishobda,erti tamashic itamasha romelic misi golit 1:0 moiges magram am klubma vera da ver dazlia finansuri krizisi ris gamoc aratu axali fexburtelis gadabirebas,aramed arsebuli kontigentis shenarchunebac sheizleba ver moaxerxos.
magram feikrishvils sxva micvevebic akvs.

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 2986
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 15.01.07 14:38. Post subject: Re:


საფეხბურთო კლუბმა ვიტ ჯორჯიამ ახალი სეზონისთვის მზადება 2006 წლის 23 დეკემბერს, თბილისში დაიწყო. ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ 3 იანვრიდან ვარჯიშები განახლდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ნესტორ მუმლაძე აქცენტს ძირითადათ ფიზიკურ დატვირთვებზე აკეთებს. ფეხბურთელები დღეში საშუალოდ 7 კილომეტრს დარბიან. სათანადო ფიზიკურ კონდიციამდე მისვლა მოთამაშეთა უმრავლესობამ ფაქტრობრივად უკვე მოახერხა. ბურთთან ვარჯიშები და ახალი კომბინაციების დამუშავება მცხეთაში ”არმაზის” სტადიონზე განახლდება.

იანვრის ბოლის ვიტ ჯორჯია თურქეთში გაემგზავრება და უმაღლესი დონის შეკრებას ანტალიაში გაივლის. გუნდი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდება. სავარაუდო მეტოქეები კი თურქეთისა და აღმოსავლეთევროპის გუნდები იქნებიან, ამის შესახებ დაწვრილებით ჩვენი საიტის მეშვეობით შეიტყობთ.

ვიტ ჯორჯიამ შეძლო ძირითადი შემადგენლობის შენარჩუნება, გუნდი მხოლოდ დავით დიღმელაშვილმა დატოვა. კლუბის წინაშე კაპიტნის დამსახურება გათვალისწინებულ იქნა და ვიტ ჯორჯიამ ის ”დინამოში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა. დანარჩენი ფეხბურთელები გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. ვიტ ჯორჯიაში მოვიდა საფეხბურთო კლუბ ”ბორჯომის” ნიჭიერი ნახევარმცველი ირაკლი კიკნაძე.


Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 685
Joined: 28.09.06
Location: GEORGIA, Tbilisi
link post  Posted: 22.01.07 22:34. Post subject: Re:




ვიტ ჯორჯია ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადებას თბილისში განაგრძობს. დამღლელი ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ მუმლაძემ, სათამაშო ტონუსის აღსადგენად, სპარინგპარტნიორებად სუსტი მეტოქეები შეარჩია და მატჩებს ე.წ. შერეული შემადგენლობით ატარებს. 19 და 20 იანვარს ვიტჯორჯიელთა მეტოქე სოხუმის ”ცხუმი” და ”ნორჩი დინამოელის” გუნდები იყვნენ. მატჩები ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელთა შესამჩნევი უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებაც უფრო გამოცდილმა ვიტჯორჯიელებმა მოიპოვეს. შესაბამისად 3-1 და 3-2.

გუნდის შემადგენლობა კი ასეთი იყო:
ვიტ ჯორჯია 3 – 1 ცხუმი

გოლები: ბერიაშვილი, გ.დათუნაიშვილი, კაიშაური

ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი (ღურბელეიშვილი 46), ჯაფარიძე, კობიაშვილი, ადამაძე (კაიშაური 46), გველესიანი, იმერლიშვილი, ინჯგია, გ.დათუნაიშვილი (უშარაული), სახოკია, ბერიაშვილი, მელქაძე (კლიმიაშვილი 46)

ვიტ ჯორჯია 3 – 2 ნორჩი დინამო

გოლები: ღუჭაშვილი, რაზმაძე, კიკნაძე

ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე, პ.დათუნაიშვილი, კვახაძე, ლომაია, ქობალია (კაიშაური 46), ბიძინიშვილი, კვაღინიძე, რაზმაძე, ღუჭაშვილი (კაიშაური 46), გელაშვილი (ლიპარტია 46), კიკნაძე (ბეჭვაია 46)



Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 3046
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 28.01.07 17:14. Post subject: Re:


ვიტ ჯორჯიამ თბილისური მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. გუნდმა 26 და 27 იანვარს კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერზეც ვიტჯორჯიელთა მეტოქე შედარებით სუსტი გუნდები იყვნენ, საქართველოს მოყვარულთა ნაკრები და ”ნორჩი დინამო”. ვიტ ჯორჯიამ ორივე შეხვედრა შერეული შემადგენლობით ჩაატარა, გუნდის ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი მიეცა. კლუბის ახალწვეულებმა მწვრთნელებზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. გუნდის უკვე გამოცდილი მოთამაშეები საუცხოოდ გამოიყურებიან და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ვიტ ჯორჯიაზე ლიდერების (დავით დიღმელაშვილი და გიორგი ფეიქრიშვილი) წასვლა გავლენას არ იქონიებს და კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.


26.01.2007

ვიტ ჯორჯია 6- 0 მოყვარულთა ნაკრები

გოლები: ბერიაშვილი (8; 35;54), მელქაძე (40), სახოკია (56), კლიმიაშვილი (83)

ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, კობიაშვილი, ადამაძე, გველესიანი, გ.დათუნაიშვილი (უშარაული 57), ინჯგია, იმერლიშვილი, სახოკია, ბერიაშვილი, მელქაძე (კლიმიაშვილი 53)

27.01.2007

ვიტ ჯორჯია 2 – 0 ნორჩი დინამო

გოლები: ღუჭაშვილი (30), გელაშვილი (80)

ვიტ ჯორჯია: ღურბელეიშვილი (მიქაბერიძე 46), პ.დათუნაიშვილი, კვახაძე, ლომაია, კაიშაური (ბეჭვაია 46), კვაღინიძე, რაზმაძე (წულაძე 46), ბიძინაშვილი, ღუჭაშვილი (ლიპარტია 61), გელაშვილი, კიკნაძე


1 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია თურქეთის ხმელთაშუა ზღვის კურორტ - საიდიზე გაემგზავრება, სადაც 2 კვირიან მოსამზადებელ შეკრებას გაივლის. ფეხბურთელებს მოსამზადებლად საუკეთესო პირობები შეექმნებათ. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ხუთი სავარჯიშო (სხვადასხვა ზომის) მოედანი, ჩოგბურთის კორტები, აუზი და ტრენაჟორები. მოკლედ, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელებს, მოსამზადებლად და ჩემპიონატის პირველ წრეში მიღწეულის შესანარჩუნებლად, ყველა პირობა ექნებათ. ვიტჯორჯიელები თურქეთში 4 ამხანაგურ შეხვედრას უკვე ძლიერ მეტოქებთან გამართავენ. თურქული შეკრების დეტალებზე დაწვრილებით ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყობთ.


Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 879
Joined: 28.09.06
Location: GEORGIA, Tbilisi
link post  Posted: 08.02.07 22:21. Post subject: Re:


ვიტ ჯორჯია (საქართველო) 0-0 რაბოტნიჩკი (მაკედონია)


ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, პ.დათუნაიშვილი, კვახაძე, ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე, გ.დათუნაიშვილი, კვაღინიძე, სახოკია (მელქაძე 46), კიკნაძე (ღუჭაშვილი 66), გელაშვილი


თურეთის საკურორტო ქალაქ სიდეში ვიტ ჯორჯიამ თავისი მეორე შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად ჩვენი გუნდის მეტოქე მაკედონიის ჩემპიონი ”რაბოტნიჩკი” იყო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი, ხშირ შემთხვევებში ხისტ ორთაბრძოლებში წარიმართა. მატჩის საწყისი წუთები ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელების ტერიტორიული უპირატესობით აღინიშნა. ”რაბოტნიჩკი” საკმაოდ ათლეთური და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, მაკედონიელები თავიანთი ამ უპირატესობის გამოყენებას მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრა ორივე გუნდმა თავისი ოპტიმალური და საბრძოლო შემადგენლობით ჩაატარა.

პირველ ტაიმში ვიტჯორჯიელებმა ორი ასპროცენტიანი მომენტის გამოყენება ვერ მოახერხეს. ნიკოლოზ გელაშვილმა 3 წუთზე ახლო მანძილიდან ააცილა. 38 წუთზე კი კიკნაძემ ფაქტობრივად იგივე გაიმეორა. მეორე ტაიმის დასაწყისში მაკედონიელმა ფეხბურთელებმა შეხვედრაში ყველაზე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, საჯარიმო დარტყმის შემდეგ გრიგოლ ბედიაშვილმა შესაშური რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ვიტ ჯორჯიამ უპირატესობა ბურთის უკეთ გორების ხარჯზე მოიპოვა. შეხვედრის მიწურულს კი გელაშვილმა კიდევ ერთხელ ვერ გამოიყენა საგოლე მომენტი. მთელი შეხვედრის განმავლობაში საიმედოთ მოქმედებდა პავლე დათუნაიშვილი და მთელი დაცვის ხაზი. რაც ქართული კლუბის კართან საგოლე მომენტების სიმწირეშიც აისახა.

მომდევნო შეხვედრას ვიტ ჯორჯია 11 თებერვალს რუმინეთის ჩემპიონატის მონაწილე კლუბ ”სპორტულთან” გამართავს.


Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 3098
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 12.02.07 15:03. Post subject: Re:


ვიტ ჯორჯია (საქართველო) 0-2 სპორტული (რუმინეთი)


ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი (მიქაბერიძე 46), პ.დათუნაიშვილი (იმერლიშვილი 70), კვახაძე (ადამაძე 70), ლომაია (კაიშაური 70), ჯაფარიძე, რაზმაძე (მელქაძე 46), კვაღინიძე, გ.დათუნაიშვილი (ბეჭვაია 57), სახოკია (კლიმიაშვილი 57), ღუჭაშვილი (ბერიაშვილი 46), კიკნაძე (ლიპარტია 77)


შეხვედრა რუმინელი ფეხბურთელების სათამაშო უპირატესობით დაიწყო. თუმცა ანგარიშის გახსნა მაინც ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელებს შეეძლოთს 7-ე წუთზე ღუჭაშვილს საგოლე მომენტი შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. კიკნაძემ კი მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა გააცუდა. რუმინელებმა ანგარიში 15-ე წუთზე 17 მეტრიდან ზუსტათ შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნეს.

მეორე ტაიმში ”სპორტულის” ფეხბურთელებს ერთი მომენტი ჰქონდათ და გოლათ აქციეს. რუმინელი ფეხბურთელი პირისპირ გავიდა მეკარე მიქაბერიძესთან და ახალგაზრდა გოლკიპერს შანსი არ დაუტოვა. ამის შემდეგ ლიპარტიამ, ბერიაშვილმა და რაზმაძემ ერთმანეთის მიყოლებით ნაღდი საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს.

სიახლე გუნდის სამზადისშიც. ვიტ ჯორჯიას სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ხვალ დაგეგმილი შეხვედრა ბელორუსიის ჩემპიონ ”გროდნოსთან” აღარ გაიმართება, ამის მიზეზი მოთამაშეთა გადაღლილობაა, მწვრთნელები ხვალ ფეხბურთელებს მსუბუქათ ავარჯიშებენ. 13 თებერვალს ვიტ ჯორჯიელები ”ალანიას” შეხვდებიან. თურქულ შეკრებაზე თავიანთ უკანასკნელ შეხვედრას კი როგორც დაგეგმილი იყო 15 თებერვალს ბელორუსიის ”ნაფტანთან” გამართავენ.


Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 298
Joined: 05.10.06
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 12.02.07 17:48. Post subject: Re:


witgeorgiis yvelaze didi problema momentebis gamouyeneblobaaaa,cudia ro caaaaages,magram imedia mainc da mainc dinamostan ar .........................

Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 934
Joined: 28.09.06
Location: GEORGIA, Tbilisi
link post  Posted: 13.02.07 21:33. Post subject: Re:


13.02.2007 ვიტ ჯორჯია (საქართველო) 1 - 0 ალანია (რუსეთი)
ახალი ამბები



გოლი: გ.დათუნაიშვილი (10)

ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი (მიქაბერიძე 46), კვახაძე (ადამაძე 46), პ.დათუნაიშვილი, ლომაია, ჯაფარიძე (კაიშაური 82), გ.დათუნაიშვილი (იმერლიშვილი 75), რაზმაძე (ბეჭვაია 75), კვაღინიძე, სახოკია (კიკნაძე 46), ღუჭაშვილი (ბერიაშვილი 46), მელქაძე (ლიპარტია 67)


ვიტ ჯორჯიამ ვლადიკავკაზის ”ალანიასთან” 1-0 გაიმარჯვა, თუმცა მატჩის მსვლელობის გათვალისწინებით ანგარიში უფრო დიდიც უნდა ყოფილიყო. ”ალანიას” ფეხბურთელებს მეტოქის კარისკენ ხეირიანათ ერთხელაც არ დაურტყამთ. პირველი ტაიმი ვიტ ჯორჯიას უდიდესი უპირატესობით წარიმართა ღუჭაშვილს, მელქაძეს და სახოკიას უფრო ზუსტად რომ ემოქმედათ ანგარიში დამანგრეველი იქნებოიდა. ანგარიში მე-10-ე წუთზე გაიხსნა, სახოკიას ძიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია, დასწრებაზე გიორგი დათუნაიშვილმა ითამაშა და ანგარიში გაიხსნა.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, უპირატესობას კვლავ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები ფლობდნენ. რამდენჯერმე საკმაოდ საკამათო სიტუაციაში შეხვედრის არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაშინ, როდესაც გოლის გატანას წინ აღარაფერი ედგა.

ვიტ ჯორჯია თავის მორიგ შეხვედრას 15 თებერვალს ბელორუსიის ”ნაფტანთან” გამართავს.



Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply





Post ¹: 333
Joined: 05.10.06
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 13.02.07 21:37. Post subject: Re:




Ñïàñèáî: 0 
Profile Quote Reply
Replys - 116 , page: 1 2 3 All [new only]
Reply:
1 2 3 4 5 6 7 8 9
áîëüøîé øðèôò ìàëûé øðèôò íàäñòðî÷íûé ïîäñòðî÷íûé çàãîëîâîê áîëüøîé çàãîëîâîê âèäåî ñ youtube.com êàðòèíêà èç èíòåðíåòà êàðòèíêà ñ êîìïüþòåðà ññûëêà ôàéë ñ êîìïüþòåðà ðóññêàÿ êëàâèàòóðà òðàíñëèòåðàòîð  öèòàòà  êàâû÷êè ìîíîøèðèííûé øðèôò ìîíîøèðèííûé øðèôò ãîðèçîíòàëüíàÿ ëèíèÿ îòñòóï òî÷êà LI áåãóùàÿ ñòðîêà îôôòîïèê ñâåðíóòûé òåêñò

ïîêàçûâàòü ýòî ñîîáùåíèå òîëüêî ìîäåðàòîðàì
íå äåëàòü ññûëêè àêòèâíûìè
Username, Password:      register    
Òåìó ÷èòàþò:
- user online
- user offline
All times are GMT  4 Hours. Hits today: 0
You can: smiles yes, images yes, types yes, poll no
avatars yes, links on, premoderation off, edit new post no