On-line: guests 0. In total there are: 0 [information..]
AuthorTopic





Post №: 2504
Joined: 24.11.05
Location: georgia, tbilisi
link post  Posted: 21.10.06 13:18. Post subject: ზესტაფონი


გაიხსნა ახალი თემა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონზე:



ზესტაფონმა კონტრაქტი გაუფორმა ორ ბრაზილიელს,ედსონ სანტოსს და ჟილვან ვიეირას.
ეს ის ვიეირაა თებერვალში ამბროზიოსთან ერთად თბილისის დინამომ რომ აიყვანა და ჩერნიშოვი მასზე იმედებს ამყარებდა,საბოლოოდ კი კლუბს ვერ შეეწყო და ბრაზილიასი გაბრუნდა.

ედსონ ოლივეირა დოს სანტოსი; (სურათზე - მეორე მარჯვნიდან) - მცველი, დაბ. 28.09.1980;
ჟილვან გომეს ვიეირა ( სურათზე - პირველი მარცხნიდან) - ნახევარმცველი, დაბ. 09.04.1984.

სურათზე:

ვიეირა, სკ "ზესტაფონი"-ს ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი, ედსონ სანტოსი და თემურ მახარაზე კონტრაქტების გაფორმების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ.



Спасибо: 0 
Profile Quote Reply
Replys - 242 , page: 1 2 3 4 5 6 7 All [new only]







Post №: 897
Joined: 28.09.06
Location: GEORGIA, Tbilisi
link post  Posted: 09.02.07 19:34. Post subject: Re:


power пишет:

 quote:
"chonbuk"-



au ra magari saxelia! fc chonbuk!!!

Спасибо: 0 
Profile Quote Reply





Post №: 25
Joined: 19.09.06
Location: zestafoni
link post  Posted: 09.02.07 21:22. Post subject: Re:


ზესტაფონელები აზიის ჩემპიონის წინააღმდეგ ...



9 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა ჩაატარა თურქული შეკრების გამართვისას დაგეგმილი უკანასკნელი ამხანაგური მატჩი. ქართველთა მეტოქე გახლდათ აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სამხრეთკორეული კლუბი ”ჩონბუკ ჰიუნდაი მოტორსი”.

”ზესტაფონი”: ჯალაღონია , საჯაია, თოდუა, ონიანი, ჩხეტიანი, სანტოსი, ნ. კვასხვაძე, ფიფია, იონანიძე, ვიეირა. შესვენების შემდეგ ზესტაფონელთა რიგებში გამოჩნდნენ : ნოზაძე, ღონღაძე, ჯანელიძე, ხიდეშელი.

გოლები: ჭელიძე, 20 (1-0)

შეხვედრა თანაბარი და დაძაბული გამოდგა. ქართველთა მეტოქე გუნდი, რომელიც თავის ქვეყნის საფეხბურთო სკოლის ღირსეული წარმომადგენელია, გამოიყურებოდა ძალზედ ძლიერად ისეთ სათამაშო კომპონენტებში, როგორიცაა ფიზიკური მომზადება და სათამაშო დისციპლინა. ამის მიუხედავად, მარგველებმა შეხვედრის საწყის წუთებში ხელთ იგდეს ინიციატივა, რასაც მოჰყვა ედიკ საჯაიას გადაცემის შემდეგ გიორგი ჭელიძის მიერ მეოცე წუთზე გატანილი გოლი - 1-0. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშში კორექტივების შეტანა, თუმცა კორეელებს ამაში უფრო გაუმართლათ - პირველი ტაიმის მიწურულს მათ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. მეორე ტაიმში, მეტოქეთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.

აქვე შეგახსენებთ, რომ აზიის ჩემპიონებთან მატჩი მარგველთათვის გახლდათ თურქული შეკრების უკანასკნელი მატჩი. ხვალ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბრუნდება სამშობლოში, სადაც გააგრძელებს მზადებას სეზონის განახლებისათვის.

09/02/2007- "ზესტაფონი" - ”ჩონბუკ ჰიუნდაი მოტორსი” (ჩონჯუ, სამხრეთ კორეა) 1-1




Спасибо: 0 
Profile Quote Reply
Replys - 242 , page: 1 2 3 4 5 6 7 All [new only]
Reply:
1 2 3 4 5 6 7 8 9
большой шрифт малый шрифт надстрочный подстрочный заголовок большой заголовок видео с youtube.com картинка из интернета картинка с компьютера ссылка файл с компьютера русская клавиатура транслитератор  цитата  кавычки моноширинный шрифт моноширинный шрифт горизонтальная линия отступ точка LI бегущая строка оффтопик свернутый текст

показывать это сообщение только модераторам
не делать ссылки активными
Username, Password:      register    
Тему читают:
- user online
- user offline
All times are GMT  4 Hours. Hits today: 4
You can: smiles yes, images yes, types yes, poll no
avatars yes, links on, premoderation off, edit new post no